ტრენინგის ბოლო დღის (მე-9) რეფლექსია
მეტად საინტერესო დღე იყო იმ თვალსაზრისით, რომ მოვისმინეთ კოლეგების მიერ დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია.
ირინა შეყრილაძემ წარმოგვიდგინა პროექტი თემაზე ,, დღესასწაულები გერმანიაში და საქართველოში,, პროექტის ფარგლებში დაგაგმილი აქვს საინტერესო აქტივობები, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეთა დაინტერესების ხარისხი.
ნინო დილებაშვილმა წარმოადგინა პროექტი თემაზე ,, ოკუპაცია,, საინტერესო ფაქტებით დატვირთული.
გურანდა თავაძემ წარმოადგინა პროექტი თემაზე ,, მცენარეთა როლი კვებით ჯაჭვში,,საინტერესო აქტივობები წარმოადგინა, რათა ბავშვებმა შეძლონ გაიაზრონ თუ როგორ არიან ცოცხალი ორგანიზმები ერთმანეთთან დაკავშირებული კვებითი ურთიერთობების ფორმით.
დარეჯან ნამგალაურმა წარმოადგინა პროექტი ,, ვეფხისტყაოსანი ქართულ ლიტერატურაში,, უაღრესად აქტუალური და საინტერესო თემაა, მუშაობის პროცესში მოსწავლეები გაეცნობიან უკვდავი პოემის ღირებულებებს კიდევ ერთხელ...
ქეთევან ნახუცრიშვილმა წარმოადგინა პროექტი თემზე ,,რას ვკითხულობთ?,, ეს აქტუალური თემაა, მუშაობის პროსესში გამოიკვეთება თუ რომელი ჟანრის ლიტერატურას ანიჭებენ უპირატესობას.
მარიკა წერეთელმა წარმოადგინა პროექტი ,, ექვთიმე თაყაიშვილი- ოქროს ფონდი.,,საინტერესო დეტალებით, ფაქტებით დატვირთული... აქტივობები მოსწავლეებს მისცემს საშუალებას გაეცნენ ოქროს ფონდში დაცული ნიმუშების ღირსებებს და ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლსა და ამაგს განძის შენარჩუნების თვალსაზრისით..
მაია ბაწელაშვილმა წარმოადგინა პროექტი თემაზე ,, ქართული მრავალხმიანი მუსიკა,, წარმატებებს ვუსურვებ მას...